ტერაქტი ლონდონში

კვირიკაშვილი ლონდონის ტერაქტზე: ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთვამს და ბრიტანელ ხალხს და მთავრობას უსამძიმრებს.

"ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები - დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ."- წერია პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლონდონში ტერაქტი გუშინ საღამოს ლონდონის დროით 22:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 6 და დაშავადა 48 ადამიანი. 

კომენტარები