ტერაქტი ლონდონში

მარგველაშვილი: შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტით

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება და ბრიტანელ ხალხს და ხელისუფლებას უსამძიმრებს. 

"შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ბრიტანელ ხალხსა და ხელისუფლებას." - წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლონდონში ტერაქტი გუშინ საღამოს ლონდონის დროით 22:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 6 და დაშავადა 48 ადამიანი. 

კომენტარები