უბედური შემთხვევა

ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მასწავლებელი ხევში გადავარდა და დაიღუპა

metro.us

ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში, ექსკურსიაზე მყოფ სკოლის მასწავლებელს ფეხი მოუცურდა და ხევში გადავარდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

სკოლის მასწავლებლები და დირექტორი ბორჯომის ხეობაში ექსკურსიაზე გორიდან იყვნენ წასულები.

კომენტარები