ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერმინისტრს ხვდება

41.ge

საპარლამენტო უმრავლესობა სოფელ მუხრანში პრემიერმინისტრს ხვდება. დახურულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს თბილისში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატზე არ იმსჯელებენ. თუმცა ინტერპრესნიუსის ცნობით, თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ”კახა კალაძე არის გუნდის მნიშვნელოვანი ფორვარდი და მისი კანდიდატურის განხილვა ნებისმიერ საპასუხისმგებლო პოსტზე, ძალიან რეალურია”. 

კომენტარები