მუხთარლის ადვოკატი დღეს საქმის მთავარი პროკურატურისთვის გადაცემას მოითხოვს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი დღეს საქმის მთავარი პროკურატურისთვის გადაცემას მოითხოვს.

მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ამჟამად ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო იძიებს.

მუხთარლის ცოლი კი პოლიციაში უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ მივა. "პოლიციაში ვაპირებთ მისვლას, სადაც ჩვენი უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით დაგვიბარეს", - ამბობს ლეილა მუსტაფაევა.

მუხთარლის გატაცებაზე ჯერჯერობით ახალი არაფერია. ის აზერბაიჯანში 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. აზერბაიჯანული მხარის ვერსიით, ის არა გაიტაცეს, არამედ მას დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გადაჰქონდა ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით, რა დროსაც დააკავეს. ქართული მხარეც ამ ვერსიისკენ იხრება.

კომენტარები