ლონდონის ტერაქტი

ლონდონის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს

Getty Images

ლონდონში ტერაქტის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რეიდები დაიწყეს.

რეიდების შედეგად 12 ეჭვმიტანილია დაკავებული. მათ ბრალად ტერაქტთან კავშირი ედებათ. 

გარდა ამისა პოლიციის ცნობით, ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი სამივე პირი ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, სამივე თავდამსხმელს ტანზე შაჰიდის ქამრის მსგავსი მოწყობილობა ეკეთათ, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქამარში არ იყო.

ლონდონში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა, მათგან 21 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები