ამაღამ, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

history.com

ამაღამ, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, ღამის 2-დან დილის 7 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, დიღმის მასივის II, III, IV, V, VI კვარტლების, სოფელ დიღომის, რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები