ნარკოპოლიტიკა

ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს პატიმრობის ვადა შეუმცირდათ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

როგორც ტაბულას სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, სასამართლოში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რეალური სასჯელის ვადად - ლევან როსტოშვილს 3 წელი, ხოლო ლაშა კურტანიძეს კი 1 წელი განესაზღვრა.

რეალურ სასჯელთან ერთად, ორივე მათგანს პირობითი სასჯელიც მიესაჯა - როსტოშვილს 4 წელი, კურტანიძეს კი 3 წელი.

ასევე, საპროცესო შეთანხმების თანახმად, თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით - 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

2017 წლის 23 მარტს, ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს MDMA-ის უკანონო შენახვა-შეძენისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს - 5 წელი. 

კომენტარები