NATO-მონტენეგრო

მონტენეგრო NATO-ს 29-ე წევრი გახდა

NATO photos

მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდა. ოფიციალური ცერემონია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა. ცერემონიას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მონტენეგროს პრემიერმინისტრი დუშკო მარკოვიჩიც დაესწრნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, თომას შენონის თქმით ალიანსის კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეფორმების გატარება სურთ.

"მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება იმის დასტურია, რომ ალიანსის კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეფორმების გატარება სურთ, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ NATO-ს მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მზად არიან წევრობასთან დაკავშირებული ყველა რისკის, ვალდებულებისა და სარგებლის მიღებისთვის", - თქვა შენონმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანება მნიშვნელოვანია არამხოლოდ მონტენეგროსთვის, არამედ მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

"ეს არის იმის მაგალითი, რომ NATO-ს კარი ღიაა ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც წევრობა სურს და ვინც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს. მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ბალკანეთის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის," - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები