სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთის ხელისუფლება 130 ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

Reuters

თურქეთის ხელისუფლებამ 130 ადამიანისთვის თურქეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. სიაში ფეთულა გიულენიც ფიგურირებს.

გიულენის გარდა სიაში მოხვედნენ ის ადამიანები, რომლებიც 2016 წლის 16 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში არიან ბრალდებულები.

გადაწყვეტილების მიხედვით, სიაში მოხვედრილ პირებს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში ჩამოერთმევათ, თუ მომდევნო სამი თვის განმავლობაში თურქეთში არ დაბრუნდებიან.

ფეთულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. მან გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა არაერთხელ უარყო და დაგმო კიდეც, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მას გადატრიალების გეგმის ავტორად მიიჩნევს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 000-ზე მეტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები