საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს ბაკურციხის კულტურის სახლი გადაეცა, მისი ღირებულება 3 მლნ-ზე მეტია

ბაკურციხის კულტურის ცენტრი
მუნიციპალური განვითარების ფონდი

საქართველოს საპატრიარქოს ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გადაეცა. მისი ღირებულება 3 045 300 ლარზე მეტია. ახლადრეაბილიტირებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს გურჯაანის საკრებულოში დღეს უყარეს კენჭი და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კულტურის ცენტრი საპატრიარქოს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის გახსნის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.

ბაკურციხის კულტურის ცენტრი
ფოტო: მუნიციპალური განვითარების ფონდი

ბაკურციხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია 2017 წლის იანვარში დასრულდა და ის ორ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. შენობას რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ჩაუტარდა.

კომენტარები