ავარია

სასამართლომ რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მასვე ჩამოერთვა მართვის უფლება 3 წლის ვადით.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი - კი დაშავდა, 24 იანვარს მოხდა. მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლი სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და ორ მანქანას შეეჯახა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კომენტარები