ლარი

სამინისტრო: შშმ პირებმა უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი მობილური აპლიკაცია შექმნეს

სპორტის სამინისტრო

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა. Lari Reader-ის პრეზენტაცია ტექნო პარკში გაიმართა. სამინისტროს ცნობითვე, აპლიკაცია პროგრამირების ინკლუზიური კურსის მონაწილეებმა შექმნეს.

"პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს" - აცხადებს სპორტის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარები