ჯორჯ კლუნი

ჯორჯ და ამალ კლუნებს ტყუპები - ელა და ალექსანდერი შეეძინათ

ამერიკელ მსახიობ ჯორჯ კლუნსა და მის მეუღლეს ამალ კლუნის ტყუპები - ელა და ალექსანდერი შეეძინათ.

ინფორმაცია ამის შესახებ, ჯორჯ კლუნის წარმომადგენელმა სტენ როზენფილდმა BBC-ის დაუდასტურა.

"ელა, ალექსანდერი და ამალი თავს კარგად გრძნობენ",-აღნიშნა როზენფილდმა და ხუმრობით დაამატა "ჯორჯი ცოტა უნდა დამშვიდდეს, მას ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება".

ჯორჯ და ამალ კლუნი 2014 წლის სექტემბერში ვენეციაში დაქორწინდნენ.

კომენტარები