უკრაინაში ახალი სოციალური ქსელი Ukrainians იქმნება, რომელიც ოფიციალურ მოხმარებაში, 4 თვეში ჩაეშვება. ახალი სოციალური ქსელი ამ დროისთვის beta რეჟიმში მუშაობს.
Ukrainians-ზე რეგისტრაცია ამ დროისთვის შესაძლებელია: ელექტრონული ფოსტის, Facebook-ის და უკრაინაში აკრძალული რუსული სოციალური ქსელის VKontakte-ს საშუალებით.
ახალი უკრაინული სოციალური ქსელის შექმნის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე Ukrainians-ის არაოფიციალური გვერდის შექმნის შემდეგ გახდა ცნობილი.
"აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ვგეგმავთ პერიოდულად გაგაცნოთ ახალი სოციალური ქსელის ფუნქციების შესახებ. 100 000 პირის დარეგისტრირების შემდეგ დაელოდეთ ახალ ფუნქციებს - "მეგობრები" და "ახალი ამბები" ",-ნათქვამია ახალი სოციალური ქსელის განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლებამ რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციები გასულ თვეს დააწესა. სანქციები ისეთ სოციალურ ქსელებსაც ეხება, როგორიცაა "ВКонтакте" და "Одноклассники", ასევე Mail.Ru-ს ჰოლდინგს, რომელშიც სხვა სოციალური ქსელებია გაერთიანებული და "Яндекс"-ს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაიწყო რუსული სოციალური ქსელების აკრძალვაზე საუბარი.
Gemius-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "ВКонтакте"-თი 5,4 მილიონი უკრაინელი სარგებლობს, "Одноклассники"-თ 3 მილიონი, ხოლო Facebook-ით 2,1 მილიონი.