არჩევნები 2016

კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, სიცრუეა, რომ ქართულმა ოცნებამ დახარჯა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთლიანი რესურსის 2/3 დახარჯა.

"ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, იმაზე, რომ მაგალითად, ქართულმა ოცნებამ დახარჯა ამ არჩევნებში მთლიანი რესურსის 2/3, რაც არის მთლიანად აცდენილი სინამდვილეს. რეალურად, დაახლოებით 10 მილიონი აქვთ დეკლარირებული ოპოზიციურ პარტიებს მაშინ, როდესაც რეალურად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არის დაახლოებით ათჯერ მეტი",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე იყოს პასუხისმგებელი, რაც მას აძლევს საშუალებას თქვას თუ რამდენს ხარჯავდნენ ოპოზიციური პარტიები.

"მე თავად ვიყავი პასუხისმგებელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და აქედან გამომდინარე, მაქვს საკმაოდ ფართო ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რას ხარჯავდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები",-ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები