თეირანი

თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისები Iran Aseman Airlines-მაც დაიწყო

2 ივნისიდან, თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისები ავიაკომპანია "Iran Aseman Airlines"-მა დაიწყო. ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები 27 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 

ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ავიაკომპანიები „Georgian Airways", "ATA Airlines", "Qeshm Air", „Zagros Airlines" და "TABAN Airlines" ასრულებენ.​

კომენტარები