კომუნიკაციები

ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების შემოსავლები 2013 წელთან შედარებით განახევრებულია

flickr.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, ფიქსირებული სატელეფონო ქსელების შემოსავლები მკვეთრად მცირდება. იანვარ-აპრილში ამ კომპანიების შემოსავლებმა ჯამში 13.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით 49%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება ამ კომპანიების აბონენტების რაოდენობას აქაც შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა. დღეისთვის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებით 730 ათასზე მეტი აბონენტი სარგებლობს, 2013 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 მილიონ აბონენტს შეადგენდა. 

ამ ბიზნესის მოცულობის შემცირება პირველ რიგში აბონენტთა მობილურ ქსელებზე გადართვას უკავშირდება. 

საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების რეიტინგი და მათი შემოსავლები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

კომენტარები