სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში Amnesty International-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი დააკავეს

თურქეთში, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი, ტანერ კილიჩი დააკავეს.

კილიჩს თურქეთში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დაკავებული უამრავი ადამიანის მსგავსად, გასულ წელს, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი ედება ბრალად.

გავრცელებული ინფორმაციით, რომ კილიჩთან ერთად 22 სხვა იურისტიც დააკავეს.

ორგანიზაცია თურქეთის ხელისუფლებას კილიჩისა და 22 იურისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ბრალდებების მოხსნისკენ მოუწოდებს.

კომენტარები