ბიბლიური თავისუფლება

გირჩის რელიგიური ორგანიზაცია გასაბერი ეკლესიის შესაძენად დახმარებას ითხოვს

flickr.com

გირჩის დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" რომელიც ახალგაზრდებზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ასარიდებლად ღვთისმსახურის ცნობებს გასცემს გასაბერი ეკლესიის შეძენას გეგმავს.

"ბიბლიური თავისუფლება" მხარდამჭერებს ეკლესიის შეძენისთვის დახმარებას სთხოვს. ორგანიზაციის Facebook გვერდზე წერია, რომ მათი ლოცვა-კურთხევით გასაბერი ეკლესიის შეძენა გადაწყდა.

"ხელისუფლება ცდილობს ბიბლიურ თავისუფლება წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.
ბიბლიური თავისუფლების იერარქების ლოცვა-კურთხევით გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ბიბლიური თავისუფლების 500-მდე მღვდელმსახურს. 
რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანებიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.

პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში.

SWOT ანალიზზე დაყრდნობით გადაწყდა შევიძინოთ გასაბერი ეკლესია.

პროექტის ღირებულება შეადგენს $3000

შეეწიეთ ეკლესიას ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზეა შესაძლებელი: GE60TB7791136080100005

კომენტარები