გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: პროკურატურას ჩემს აფეთქებაში მონაწილე პირების ადგილსამყოფელს ვეტყვი

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე მთავარ პროკურატურაში საკუთარი ინიციატივით მივიდა. ის გამომძიებლებს საკუთარი მკვლელობის მცდელობაზე ინფორმაციას აწვდის.

"შეხვედრა არის ჩემი ინიციატივით, ვინაიდან გამოძიების ვადა მთავრდება თვის ბოლოს. უკვე ჩანიშნულია სასამართლო სხდომა 3 ივლისს. აქედან გამომდინარე მაინტერესებს, რა ეტაპზეა გამოძიება. მე პირადად მაქვს ჩემი გამოძიების შედეგები. თუ დამხვდა იგივე სიტუაცია, რაც წინა შეხვედრაზე, მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას და დარჩენილ 2-3 კვირაში, თუ ექნებათ სურვილი, გადაამოწმებენ ამ ინფორმაციას. დავით ხეჩუაშვილზე ვერ გეტყვით, სად არის, მაგრამ არიან სხვა მონაწილეები, რომლებიც ვიცი სად არიან, ამას ვეტყვი გამოძიებას", - თქვა თარგამაძემ.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები