ტერორიზმი

ალ შაბაბი: სომალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 61 ჯარისკაცი ემსხვერპლა

Getty Images

სომალიში მოქმედმა ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბი სომალის ნახევრად ავტონომიურ რეგიონ პუნტლენდში მდებარე სამხედრო ბაზას თავს დაესხა.

ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ თავდასხმას 61 სამხედრო ემსხვერპლა და ტერორისტებმა 16 სამხედრო მანქანის გატაცებაც მოახერხეს.

ადგილობრივი მთავრობა კი დაღუპულთა რიცხვს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა მაღალი არ იყო.

ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბი ალ-ქაიდას ერთ-ერთი დანაყოფია, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში სომალისა და კენიაში საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ.

კომენტარები