რუსთავი 2

რუსთავი 2-ში საგანგებო თათბირი დასრულდა, თანამშრომლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ

ტელეკომპანია რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საგანგებო თათბირი დასრულდა. თანამშრომლებს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია გადადგა. მისივე ცნობით, ტელეკომპანიის კოლექტივის ნაწილი გვარამიასთან დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზისის გამო, რამდენიმე კვირაა რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, 31 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თუ რუსთავი 2-ში ფინანსური პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, თანამდებობას დატოვებდა. 

კომენტარები