ტერორიზმი

ტრამპი: მოვუწოდებთ ყატარს, შეწყვიტონ ექსტრემისტური დაჯგუფებების დაფინანსება

independent.co.uk

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ მოუწოდებს ყატარს შეწყვიტოს ექსტრემისტური დაჯგუფებების დაფინანსება.

"სამწუხაროდ, ყატარი ისტორიულად დაკავებული იყო ტერორიზმის დაფინანსებით. მე რექს ტილერსონთან, ჩვენს გენერლებთან და სამხედროებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ დადგა დრო ყატარს მოვუწოდოთ, შეწყვიტოს ექსტრემისტური იდეოლოგიის დაფინანსება", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყატარი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ტერორიზს აფინანსებს და აშშ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს შეწყვიტონ ტერორიზმის დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და იემენმა ყატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს და ყატარი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ყატარი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ალ ქაიდას ეხმარება, რასაც თავისმხრივ, ყატარის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები