საქართველოს საპატრიარქო

ბოტკოველი: ილია მეორის დაცვის წევრების ნაწილი შეიცვალა

ვექტორი,

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის თქმით, ილია მეორის დაცვის წევრების ნაწილი შეიცვალა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ დაცვის წევრების გათავისუფლება. ოღონდ ყველა არა, ნაწილი. ამ დროისთვის უწმინდესის უსაფრთხოებას დარჩენილი თანამშრომლები იცავენ და ამავდროულად დაემატნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები",- თქვა ბოტკოველმა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა.

არსებული ინფორმაციით, კობაიძე პატრიარქის დაცვის წევრი იყო. ის საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ მივიდა.

კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის უფროსი ბოლო დროს 2-ჯერ შეიცვალა. ციანიდის საქმის ცნობილი მოვლენების დროს თანამდებობა დატოვა სოსო ოხანაშვილმა, რომელიც გერმანიაში ყოფნისას პატრიარქს ახლდა.

ამის შემდგომ, ამ პოსტზე დაინიშნა ზურაბ ბუჩუკური. თუმცა, მან მალევე, 30 მაისს დატოვა დაცვის სამსახური. თავად მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ის ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებული პირია, რაც მეუფემაც დაადასტურა.

კომენტარები