ბირჟა მაფია

ზურაბიშვილი რეპერებზე: პოლიტიკური თამაშია - ენმ პოლიციაში ბოლო სვლებს ახორციელებს

parliament.ge

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებაზე "შექმნილ ალიაქოთს" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს. ზურაბიშვილს არ სჯერა, რომ რეპერები "აზრების გამოთქმის" გამო დაიჭირეს.

"რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და "აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ... ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს? 

ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... რომ პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა ... ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა...", - ამბობს დეპუტატი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია სხვა საკითხია რეპერების დაკავების ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

"ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია, ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა, მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება ... ამ ახალ აგორებულ "სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა ....

აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არა ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება. არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები