Super Bowl 2018

Salio: Super Bowl-ზე მონაწილეობის მიღებას ვინც დამპირდა, აფერისტი აღმოჩნდა

SalioOfficial / facebook.com

ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ინფორმაცია, Super Bowl-ზე მონაწილეობის შესახებ, ტყუილი აღმოჩნდა. მისი თქმით, "მენეჯერი, ვინც დამპირდა Super Bowl-ზე მონაწილეობის მიღებას, აფერისტი აღმოჩნდა". რამდენიმე დღის წინ, Salio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Super Bowl-ზე ამერიკის ჰიმნის შესასრულებლად მიიწვიეს.

Super Bowl ამერიკული ფეხბურთის მთავარი მოვლენაა. მსოფლიოს მილიონობით მაყურებელი ელოდება მატჩს, რომელშიც ამერიკული ფეხბურთის Super Bowl-ის გამარჯვებული გამოვლინდება.

Super Bowl-ის ფინალური მატჩისთვის არა მარტო სპორტსმენები, არამედ მსხვილი კომპანიებიც ემზადებიან. ფინალური მატჩის სარეკლამო ჭრის დროს რეკლამა კომპანიებისთვის მთლიანი წლის გამოწვევაა. თითოეულ სარეკლამო რგოლზე ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯება, რომელიც შეხვედრის განმავლობაში გავა ეთერში. Super Bowl 2018 წლის 4 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები