ბირჟა მაფია

იოსელიანი: პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ბერას Fb-პოსტის მიხედვით ახდენს

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "ბირჟა მაფიას" წევრების დაუყოვნებლის გათავისუფლებას მოითხოვს - ამის შესახებ პარტიის წევრმა კოტე იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით, ქართული ოცნების ხელისუფლება მზად არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან დიდი ხნით გაისტუმროს ციხეში. მეორე მხრივ, პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ახდენს ამ მაფიოზურ კლანში წარჩინებული პირების მითითებების ან ბერა ივანიშვილის Fb-პოსტის მიხდედვით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაკავებული მომღერლების დაუყონებლივ გათავისუფლებას და ყველა იმ ადამიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობას, რომელიც ამ სისტემურ დანაშაულში არის ჩართული - შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი...", - თქვა იოსელიანმა.

10 ივნისს პარლამენტის ძველ შენობასთან რეპერების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. აქციის დასრულებამდე ბერა ივანიშვილმა საკუთარ Fb-გვერდზე "ბირჟა მაფიას" მხადამჭრი პოსტი გამოაქვეყნა. ცოტა ხანში კი პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა, რაც მოგვიანებით ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მოიწონა.

კომენტარები