რუსეთი

რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს, ალექსეი ნავალნი კი დააკავეს

ალექსეი ნავალნის დაკავება (არქივი)
ru.delfi.lt

რუსეთში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციებია დაგეგმილი.

აქციების ორგანიზატორი კი სწორედ ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდია.

აქციები უკვე მიმდინარეობს სანკტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, ყაზანსა და სხვა ქალაქებში.

გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქებში აქციის მონაწილეებიც დააკავეს.

კომენტარები