სტიქია

ბანგლადეშში მეწყერს სულ მცირე 92 ადამიანი ემსხვერპლა

AFP/Getty Images

ბანგლადეშში ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 92 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, 5 სამხედრო პირი.

სამაშველო ოპერაციებს ცუდი ამინდი ამ დრომდე ხელს უშლის.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ტელეკომუნიკაციისა და ელექტრობა, რის გამოც ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის გარკვევა.

ბანგლადეშში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერი არც თუ იშვიათი მოვლენაა. 2007 წელს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წვიმების შემდეგ ჩამოწოლილ მეწყერს 130 ადამიანი ემსხვერპლა.


ფოტო: AFP/Getty Images

კომენტარები