ხანძარი ლონდონში

ლონდონში ძლიერ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ, დაშავდა 30 ადამიანი

დასავლეთ ლონდონში, 24-სართულიან გრინფილ თაუერში ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ამ დრომდე მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

პირველი შეტყობინება ხანძრის შესახებ, ადგილობრივი დროით, 00:54 საათზე შევიდა. ევაკუაცია დილის 04:00 საათზეც მიმდინარეობდა. 

შენობაში 120 ბინაა და ასობით ადამიანი ცხოვრობს. ცეცხლი ყველა სართულსაა მოდებული.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ან ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები