ქრთამი

სუს: სატყეო უბნის მცველი ქრთამის მოთხოვნისთვის დავაკავეთ

სამართალდამცველებმა ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი ზ.ა. დააკავეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 6000 ლარის გადახდა", - წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის მოთხოვნას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები