აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

გარდა ამისა, სენატორებმა კენჭი უყარეს ახალ დებულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გასაუქმებლად ან შესამცირებლად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.

ცვლილებებს მხარი 97 სენატორმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. 

რუსეთს ახალი სანქციები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, ყირიმის ანექსიისა და სირიის მთავრობის მხარდაჭერის გამო დაუწესეს.

კომენტარები