ააფგან მუხთარლის გატაცება

კახიძე: მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას

parliament.ge

ევროპული საქართველო მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის შეშფოთებას უერთდება - ამის შესახებ ოთარ კახიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუკერძოებელი გამოძიებისთვის სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

კახიძე ამბობს, რომ ევროპულმა საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისთან დაკავშირებით პარლამენტში დაიბარა შს მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უმცირესობის ფორმატში, მაგრამ ისინი არ გამოცხადნენ.

"დამნაშავეების დასჯა არის პირდაპირ მოთხოვნილი ევროპარლამენტის მხრიდან და არანაირი ნდობა არ არის იმ უწყებების მიმართ , რომლებიც პირდაპირ ეჭვმიტანილები არინ აღნიშნულ გატაცებაში - თქვა ოთარ კახიძემ.

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული სპეციალური რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში დეპუტატები მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.

კომენტარები