როუმინგი

დღეიდან, ევროკავშირში როუმინგის დამატებითი გადასახადი გაუქმდა

digitaltrends.com

დღეიდან, ევროკავშირში როუმინგის დამატებითი გადასახადი გაუქმდა. ევროპარლამენტის 6 აპრილის გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა. 

ტურისტებს საშუალება აქვთ, ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობისას, დარეკონ, იმესიჯონ და მობილური ინტერნეტი იმ ტარიფით გამოიყენონ, რა ტარიფითაც თავის ქვეყნებში სარგებლობენ. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მობილურ ოპერატორებს ეხება.

"ეს უდიდესი გამარჯვებაა ევროპელი მომხმარებლებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ 15 ივნისიდან როუმინგის გადასახადები აღარ იარსებებს. ადამიანებს, რომლებიც ევროპის გარშემო მოგზაურობენ, საშუალება მიეცემათ შეამოწმონ იმეილები, გამოიყენონ რუკები, ატვირთონ ფოტოები სოციალურ ქსელში, დარეკონ და იმესიჯონ ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე,"- განაცხადა ევროპული პარლამენტის წარმომადგენელმა. 

კომენტარები