ივანიშვილის ხეები

გურიის მოამბე: დენდროლოგიურ პარკში გადარგული ასწლოვანი ხე ტიტა გახმა და მოჭრეს

0 კომენტარი
ასწლოვანი ტიტა შავ ძღვაში ფოტო: შოთა გუჯაბიძე

გურიის მოამბის ინფორმაციით, ასწლოვანი ხე ტიტა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირიდან შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში  გადარგო, გახმა და მოჭრეს. გურიის მოამბე ამ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტოს დენდროლოგიური პარკის თანამშრომელმა უთხრა,  ხემ ხმობა გადარგვიდან მალევე დაიწყო და  „მკურნალობის“ მიუხედავად, ვერაფერი უშველეს.

"ხე ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს... აქ ყოველდღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გალიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეო თვალი, ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს"- ამბობს დენდროლოგიურ პარკში მომუშავე პირი გურიის მოამბესთან საუბარში.

ტაბულა ცდილობს ინფორმაციის გადასამოწმებლად ქართუს პრესსამსახურს გიორგი უძილაურს დაუკავშირდეს.

ლირიოდენდრონი პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში იმოგზაურა. 100-წლოვანი ხე ყოფილმა პრემიერმა ციხისძირიდან შეკვეთილში გასულ წელს გადარგო. მისი გადატანისას ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტა. ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში 5 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. შემდეგ კი, ზღვაში გზა შეიყვანეს და ტივზე შესმული ხე ტიტა, რომელიც 600 ტონაზე მეტს იწონიდა, ზღვით გადაიტანეს. ტიტას შემდეგ ივანიშვილმა დენდროლოგიურ პარკში სულ 30-მდე ხე გადაიტანა და  კიდევ ამდენივეს გადატანას აპირებს. ხეების ძირითადად ზღვით გადააქვთ. 

აღსანიშნავია, რომ ხე ტიტას გადარგვიდან მალევე, ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას კითხვაზე - გაიხარა თუ არა ხემ, უპასუხა, რომ "ხე კარგად არის, სამწუხაროდ თქვენდა. მახსოვს, როგორ იყავით ჩასაფრებული. რა თქმა უნდა, გაიხარა.”

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები