ყაჩაღობა

გორში დაყაჩაღებული სახლი სავარაუდოდ მერის მოადგილეს ეკუთვნის

Getty Images

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გორის ვიცე-მერი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს ქალაქის ცენტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები ვიცე-მერის სახლში იმ დროს შეიჭრნენ როცა იქ ძიძა იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად და ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა დაზარალებულის ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები