ყველი

კვლევამ აჩვენა, რომ ყველი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკი

eatwisconsincheese.com

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკი.

მეცნიერების მტკიცებით, ყველი და ნარკოტიკი, ორივე ზემოქმედებენ ტვინის ოპოიდურ რეცეპტორებზე, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს.

კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი ყველის შემადგენლობაში მყოფი ნივთიერება - კაზეინია. კაზეინი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც თავის მხრივ, რძის პროდუქტების შემადგენელი ნაწილია.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადად, დამოკიდებულებას ცხიმიანი საკვები იწვევს, რომელიც ტექნოლოგიურ დამუშავებას გადის.

კომენტარები