შსს

ასლი შს მინისტრს: დაუდგენელი პირები უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს მოითხოვდნენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს წერილობით მიმართავს. ასლის თქმით, დღეს სავაჭრო პალატის ოფისში დაუდგენელი პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც თავი პოლიციელებად წარადგინეს, თუმცა უარი თქვეს ვინაობის გამხელასა და სამსახურებრივი მოწმობების ჩვენებაზე, მათ პოლიციელის ფორმები არ ეცვათ. ასლის თქმით, მის მიერ მთავრობისგან უკონტროლო ელემენტების მიერ საერთაშორისო კომპანიებზე ზეწოლის გახშირებული შემთხვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ის სახელმწიფოსგან სავაჭრო პალატის თანამშრომლებისა და მისი უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

ფადი ასლის წერილი გიორგი მღებრიშვის:

ბატონო გიორგი ამ წერილს გწერთ, რათა გაცნობოთ რომ დღეს პოლიციის ორი თანამშრომელი ჩვენს ოფისებში იმყოფებოდა. მათ უარი თქვეს ვინაობის გამხელასა და პოლიციელის სამსახურებრივი მოწმობის ჩვენებაზე. 

ისინი მოითხოვდნენ ჩვენი უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ჩვენებას იმ მოტივით, რომ ოფისის მიმდებარედ მომხდარი კრიმინალური შემთხვევის ამსახველი მასალის ნახვა უნდოდათ. თუმცა ჩვენ ოფისის მიმდებარედ არაფერის მსგავსი შემთხვევის შესახებ არ გვსმენია. 

ისინი გადაადგილდებოდნენ შკოდის მარკის ვერცხლისფერი ავტომობილით, რომელიც ჩვენი ოფისიდან საკმაოდ შორის იყო გაჩერებული, რის გამოც ჩვენმა თანამშრომლებმა მათი ავტომობილის ნომრების დაფიქსირება ვერ მოასწრეს.

მათ შენობა ვერცხლისფერი შკოდის მანქანით დატოვეს, რომელიც ოფისი მოშორებით იდგა, ამიტომ მანქანის ნომრის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ეს ვიზიტი საკმაოდ საეჭვოა და მას ჩვენს ბოლო განცხადებას ვუკავშირებთ, რომელშიც მთავრობისგან "უკონტროლო ელემენტების" მიერ საერთაშორისო კომპანიებზე თავდასხმების გახშირებულ შემთხვევებზე ვსაუბრობდით.

ნებისმიერ დროს საპასუხო აგრესიას ველოდები. მივმართავ საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს იზრუნონ ICC-ის თანამშრომლებისა და ჩემს უსაფრთხოებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები