ძალადობა

სასამართლომ დის ცემაში ბრალდებულს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ShutterStock

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ რ.კ-ს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

"დადგინდა, რომ 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამმა რ.კ.-მ, სამტრედიის რაიონის ერთერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე სცემა დას, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა რ.კ 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

კომენტარები