სასჯელაღსრულების სამინისტრო

ქალთა N5 ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით,სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მიუთითა თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 11 ივნისს, დილით, მსჯავრდებულის საკანში შესულ ციხის თანამშრომლებს ლ.ჭ უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდათ.

“ადგილზე გამოიძახეს მორიგე ექიმი, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მსჯავრდებულს ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად გაწეული, ყველა საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მიუთითა თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა" - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო და აღნიშნავს, რომ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

კომენტარები