ავტოავარია

ყვარელში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს BMW-სა და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, საავადმყოფოში. 

ამ დროისთვის თელავის საავადმყოფოში მკურნალობს კიდევ ორი დაშავებული, მათ შორის, 1 წლის ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".

კომენტარები