კრიმინალი

თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

REUTERS

თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ისინი ანტალიაში მანქანებს იპარავდნენ და ბინებს ძარცვავდენ. 

თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩევლის, გელა ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

„საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ანტალიის პოლიციასთან. შემდეგ უკვე ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სასამართლოზე ჩვენი მოქალაქეები უზრუნველვყოთ კვალიფიციური თარჯიმნით,“ - ამბობს ჯაფარიძე.

კომენტარები