შსს

თბილისის პოლიციის სამმართველოდან პატიმარი გაიქცა

პოლიციელის დღე
facebook.com/miaofgeo

თბილისის პოლიციის ცენტრალური სამმართველოს შენობიდან პატიმარი გაიქცა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს, რასაც შსს არ ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეული პირი 25 წლის ბექა კირვალიძეა, ის პოლიციამ მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმისთვის დააკავა. კირვალიძე სამმართველოს შენობიდან მაშინ გაიქცა, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორის შენობაში შეჰყავდათ.

რუსთავი 2-თან საუბარში პატიმრის გაქცევის ფაქტი დაადასტურა მისმა ადვოკატმა. ლევორტ კუპატაძის თქმით, იზოლატორში მისულმა გაიგო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაიქცა.

კომენტარები