აშშ

ამერიკული გამანადგურებელი USS Fitzgerald-ი იაპონიაში სავაჭრო ხომალდს შეეჯახა

Reuters

ამერიკის საზღავო ფლოტის ხომალდი USS Fitzgerald-ი იაპონიის საზღვაო ტერიტორიაზე ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო ხომალდს შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამხედრო 10 ათას ტონიანი ხომალდის კორპუსი მნიშვნლეოვნად დაზიანდა. ფლოტის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ხომალდის 7 მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

შეჯახება ადგილობრივი დროითი დილის 1:30-ზე, კუნძულ ჰონსიუზე მდებარე იოკოსუკას სამხედრო პორტიდან 70 კილომეტრის დაშორებით მოხდა. გამანადგურებელს ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავი 30 ათას ტონიანი კონტეინერმზიდი ACX Crystal შეეჯახა, ამ უკანასკნელზე შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები:


ფოტო: Reuters


ფოტო: Reuters

შეჯახების შემდეგ USS Fitzgerald-ი იაპონიის სანაპირო დაცვის ხომალდებმა იოკოსუკას პორტში მიაცილეს.


ფოტო: AFP


ფოტო: Reuters

შემთხვევა იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საზღვაო მარშრუტზე მოხდა, აქ დღეში დაახლოებით 400-500 ხომალდი გადაადგილდება.

კომენტარები