ბიძინა ივანიშვილი

BERA: მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება

0 კომენტარი

ყოფილი პრემიერმინისტრის შვილი ბერა ივანიშვილი მამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ნიკა გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციას "გამოგონილს" და "უმსგავსოს" უწოდებს.

"მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან. გილოცავთ მამის დღეს" - წერს ბერა Facebook-ზე.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ინსულტი დაემართა, რის გამოც, სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს.

"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში. ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში

ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება კონფიდენციალურ წყაროს. ზუსტი ინფორმაცია რომ მქონდეს თავისი მტკიცებულებით, ასე დავწერდი. ინფორმაცია დადასტურებული არ არის ივანიშვილის მხარის მიერ. თუმცა, აქამდე, არც ოფიციალურად უარყოფილი", - წერს გვარამია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

კომენტარები