ქართული რაგბი

ქართველმა მორაგბეებმა ამერიკის ნაკრები სტუმრად დაამარცხეს

Agenda.ge

ისტორიაში პირველად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ტესტ მატჩში სტუმრად დაამარცხა. ანგარიში 21:17 დასრულდა.

ქართული რაგბის ინფორმაციით, "ბორჯღალოსნებმა" აშშ-ის ნაკრებთან აქამდე 4-ჯერ ითამაშა. აქედან, ორი შეხვედრა ამერიკაში შედგა და ორივეჯერ საქართველოს ნაკრების დამარცხებით დასრულდა.

კომენტარები