ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

kutaisiairport.ge

დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. Wizzair-ი ქუთაისი ლონდონის რეისს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

Wizzair-ის რეისი ლონდონის ლუტონის საერთაშორისო აეროპორტში დაესვება. ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ერთი გზის ავიაბილეთის მინიმალური ფასი 47 ლარიდან იწყება.

დღეისთვის ქუთაისის აეროპორტში რეისები სრულდება: ლარნაკას, ბუდაპეშტი, ვილნიუსი, ვარშავა, მილანი, ბერლინი, დორტმუნდი, სალონიკი, მოსკოვი, კიევი, ხარკოვის და მესტიის მიმართულებით. 

კომენტარები