საკონსტიტუციო მონარქია

ეკა ბესელია: საკონსტიტუციო მონარქიებში ვიცით თუ როგორი სტაბილურობაა

ტაბულა / ტაბულა

"ღვთის წყალობით მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში", - განაცხადა დღევანდელ ქადაგებაზე ილია მეორემ. 

პატრიარქის პოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ "ეს ძალიან საინტერესო იდეაა".

"ეს ძალიან სინტერესო იდეა, იდეა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დაფიქრებას განსჯას გაანალიზებს, როგორც წარსულისა და აწმყოს კონტექსტში. თუ გვაითვალისწინებთ იმ ქვეყნებს რომლებსაც აქვთ კონსტიტუციური მონარქია და სადაც არსებობს მონარქის ინსტიტუტი როგორი ტიპის სტაბილურობა აქვთ ამ ტიპის ქვეყნებს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას და მის სპეციფიკას ეს არის იდეა, რომელიც უთუოდ იმსახურებს ანალიზს", - რუსთავი 2-თან ამბობს ბესელია.

ქართული ოცნების წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, მონარქიის აღდგენამ "ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებულობა და ხიბლი" შეიძლება შემატოს საქართველოს.

კომენტარები