ბიონსე

ბიონსეს ტყუპები შეეძინა

Reuters

ბიონსეს ტყუპები შეეძინა, ამ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს. ბიონსეს მამამ მეთიუ ნოულსმა საკუთარ Twitter-ზე ოჯახსა და ფანებს შვილიშვილების შეძენის შესახებ ამცნო.

CNN-ის ინფორმაციით, ბიონსემ ლოს-ანჯელესში იმშობიარა. ბავშვების სქესისა და სახელების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ბიონსემ ორსულობის შესახებ Instagram-ის მეშვეობით თებერვალში განაცხადა. "ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სიყვარული და ბედნიერება. განუზომელი ბედნიერებითა და მადლიერებით გვინდა გამცნოთ, რომ ჩვენი ოჯახი მალე ორით გაიზრდება, ჩვენ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველას, კეთილი სურვილებისთვის" - წერდა ბიონსე.

ბიონსე და პროდიუსერი/რეპერი ჯეი ზი 2008 წელს დაოჯახდნენ, მათ პირველი შვილი ბლუ აივი კარტერი 2012 წელს შეეძინათ.

კომენტარები